ოსკარ უაილდი – DE PROFUNDIS
ავტორი: ოსკარ უაილდი
17,95 ₾ Original price was: 17,95 ₾.8,98 ₾Current price is: 8,98 ₾.
„DE PROFUNDIS ოსკარ უაილდმა პატიმრობის დროს დაწერა. იმ ჯოჯოხეთური შეგრძნებებიდან, ციხეში რომ განიცდიდა, თავშესაფარი ლიტერატურა აღმოჩნდა. ასე დაიბადა DE PROFUNDIS, საყვედურად იმ პიროვნების მიმართ, რომლის გამოისობითაც ამოყო თავი მისთვის დაუჯერებელ გარემოში, იმ საბედისწერო მეგობრობის გამო, არც პურიტანულმა საზოგადოებამ რომ აპატია და არც სასამართლომ დაინდო.
ოსკარ უაილდს ეპისტოლე ამ ჟანრის კვალობაზე საკმაოდ გაუგრძელდა, საბოლოოდ კი აღსარებად გარდაისახა. ამიტომაც ძალდაუტანებლად შემოვიდა თხრობაში მისი შემოქმედებითი ლაბორატორია და შემოგვრჩა არაერთი საგულისხმო თუ ძალზე მნიშვნელოვანი რეალია, შტრიხი და დეტალი.
უაილდი იესო ქრისტეს ფენომენს მანამდეც უკვირდებოდა, ციხის საკანში კიდევ უფრო დაუახლოვდა და მისი მოძღვრებაც უფრო ხელშესახებად განიცადა. მან უფაქიზესად მოხაზა იესო ქრისტეს კაცებრივი არსებობის მანამდე შეუმჩნეველი თუ ჯეროვანი დაფასების გარეშე დარჩენილი შტრიხები.
ოსკარ უაილდი იესო ქრისტეს პირველ რომანტიკოს პოეტად მოიხსენიებდა, მის ცხოვრებას კი უმშვენიერესად აღიარებდა ყველა პოემას შორის. დარწმუნებით აცხადებდა, ბერძნული ტრაგედიები, ყველა ერთობლივ, მთელი თავიანთი სიდიადითა და ტრაგიზმით, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ქრისტემ გადაიტანაო. სახარებაში – იმ ოთხ პროზაულ პოემაში – ჩაფლობისა და გათავისების შემდგომ შეიცნო და შეიმეცნა არა მხოლოდ ტკბობა ცხოვრებითა და ტკბობა ხელოვნებით, არამედ ის, რაც უკვე გაცილებით უფრო შესანიშნავი ეჩვენებოდა: ტანჯვის არსი და მისი სილამაზე.
ოსკარ უაილდი რომელ ჟანრსაც ხელს მოჰკიდებდა, ყველგან საუკეთესო ნიმუშებს ქმნიდა – ასეთია მისი ლექსები, მისი პოემა, მისი რომანი, მისი პიესები, მისი ლიტერატურული ზღაპრები, მისი ესეები, მისი აფორიზმები. და რაკიღა აღსარების ჟანრსაც შეახო ხელი, აქაც შედევრი დაგვიტოვა.“ – როსტომ ჩხეიძე
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941317194
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2024 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ჯონ სტაინბეკი – მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად
მარაგშია
პერუმალ მურუგანი – ნახევარქალი
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – შვიდფრონტონიანი სახლი
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
შირინ ებადი – ოქროს გალია
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – ალისფერი დამღა
მარაგშია
მარიო ვარგას ლიოსა – ქალაქი და ძაღლები
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
არტურ კოესტლერი – მზის დაბნელება
არ არის მარაგში
ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი
მარაგშია
