arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ნინო სადღობელაშვილი
ნინო სადღობელაშვილი

დაიბადა 1980 წელს, თბილისში. 2002 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით (სახელოსნოს ხელმძღვანელი – ვახუშტი კოტეტიშვილი).


მუშაობდა საპატრიარქოს რადიოს ლიტერატურულ რედაქციაში, ასევე – პედაგოგად.

 

ინტელექტმა გამოსცა ნინო სადღობელაშვილის მოთხრობების კრებულები: ბამბაზიის სამოთხე (2006), იასამნის სეზონი (2013) და ლექსების კრებულები შუაღამის იავნანა (2008) და ფრთები და ხელები (2011).

 

2013 წელს, ამავე გამომცემლობამ დასტამბა ნინო სადღობელაშვილის სამი რომანი: თავშესაფარი, ორსული და წამი იქა, წამი აქა.

 

2015-2016 წლებში ინტელექტმა გამოსცა ფენტეზის ჟანრში შექმნილი სათავგადასავლო რომანების სერიის – განძის თეატრი – ორი წიგნი: შვიდი სიმღერის საიდუმლო და ოქროს ხმალი. სერიის პირველმა წიგნმა ორი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია აიღო – თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის პრემია ჟიურის სპეციალური პრიზი და მწერალთა სახლის პრემია ლიტერა.

 

2007 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა ნინო სადღობელაშვილის პიესა ბამბაზიის სამოთხე. 2010 წელს, ავთო ვარსიმაშვილის პროდიუსერობით, გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.


მისი რამდენიმე პიესა დაიდგა საქართველოს სხვადასხვა თეატრში.


2012 წლიდან მუშაობს კინოსტუდია ხომლში.
 

2016 წელს ნინო სადღობელაშვილის რომანი თავშესაფარი გამოსცა თურქულმა გამომცემლობა გეჯემ. წიგნის მთარგმნელია ჰარუნ ჩიმქე.

 

2020 წელს გამოიცა მისი რომანი დაბადების დღე.

ავტორის წიგნები
ვრცლად