თამაზ ჩხენკელი
პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, მკვლევარი (1927-2010)
გამოქვეყნებული თარგმანები
: ბოძიუ-ი (1956), რაბინდრანატ თაგორის „გიტანჯალი“ (1960), „ბჰაგავატ გიტა“ (1963), „აღმოსავლური ლირიკა“ (1966), დანტეს „ახალი ცხოვრება“ ბაჩანა ბრეგვაძესთან ერთად (1967), ჰომეროსის „ოდისეა“ ზურაბ კიკნაძესთან ერთად (1975), პუშკინის „მცირე ტრაგედიები“ (1978), „ახალი ინდოეთის მოაზროვნეები“ (1978), „მარიოტა“ (1986), ფრაგმენტები ა.ფ. ლოსევის გამოკვლევებიდან „დუმილი“ (1993), ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობები „ენიგმათა სარკე“ (1996), „ინდური ლოტოსი“ (2006), „ძველი ჩინური, იაპონური, კორეული პოეზია“ (2006).
ლექსების კრებულები: „მზებუდობა“ (1980) და „სარკითა და სახითა“ (2002). გამოკვლევა ვაჟა-ფშაველაზე „ტრაგიკული ნიღბები“ (1971), ესეების კრებულები: „პოეზია – სიბრძნის დარგი“ (1978), „მშვენიერი მძლევარი“ (1989), „მწვანე ბივრიტი“ (2002).
40 წლის მანძილზე იკვლევდა ასომთავრული ანბანის გრაფიკული და რიცხვული ურთიერთშესაბამისობის საკითხებს. გამოკვლევის პირველი ნაწილი დაიბეჭდა წიგნად „ლაზარე გამოვედ გარე“ (2009).
ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა პოეტური კრებული
„100 ლექსი“ (2012) და ევროპელი და ამერიკელი მწერლების, ფილოსოფოსებისა და ანთროპოლოგების თარგმნილი წერილების კრებული
„თვალსაწიერი“ (2013).
ჯილდოები: ივანე მაჩაბლის პრემია (1978), ღირსების ორდენი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2002), სახელმწიფო პრემია (2003), საბა – ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2007), ილია ჭავჭავაძის მედალი – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე, განსაკუთრებული ღვაწლისთვის (2008).