arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ირაკლი კაკაბაძე
ირაკლი კაკაბაძე

დაიბადა 1982 წლის 17 ნოემბერს. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, თბილისისა და პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, წლების განმავლობაში იყო ჟურნალ მასწავლებლისა და ინტერნეტ-გაზეთ Mastsavlebeli.ge-ს რედაქტორი.

 

ავტორია პოეტური და პროზაული კრებულებისა: წერილები და მავთულხლართები (2010), იაკი კაბე – ტანკები (2012), სახელმწიფო სახრჩობელასთან (2013), ისქანდერ ბალთაზარ ქირმიზი – თურქული სიმღერების გზამკვლევი  (2013), სამწერტილები (2015), გამოსვლის წიგნი (2018), ჩვენება (2019)

 

2018 წელს თარგმნა ქართველი მუჰაჯირების შთამომავლის, თურქულენოვანი მწერლის – რუმუზ დერინოზის პოეტური კრებული Istanbul Travel Guide.

 

წიგნი იაკი კაბე – ტანკები 2013 წლის ეროვნული ბესტსელერია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია თურქულ, ლიტვურ, რუსულ, ფრანგულ და ბელორუსულ ენებზე, არის მრავალი ლიტერატურული ფესტივალისა და პროგრამის მონაწილე. ეწევა აქტიურ სამოქალაქო საქმიანობას ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების გამოხატვის შელახვის წინააღმდეგ.
 

ამჟამად ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში, არის ქართული კულტურული ცენტრის – „გალაკტიონის“ და სტამბოლის ქართველთა სათვისტომოს დამაარსებელი. ასწავლის ქართულ ენას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

2020 წელს თურქულად ნათარგმნი „გამოსვლის წიგნი“ თურქეთში წიგნების მაღაზიათა ქსელმა „პანდორამ“ ბესტსელერების სიაში შეიყვანა.

 

ავტორის წიგნები
ვრცლად