arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
სამწერტილები
სამწერტილები
ISBN:
978-9941-466-00-7
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
120
ფორმატი:
11.5x19
ყდა:
რბილი
ფასი:
15.00


ყიდვა
წიგნის დიზაინერია თეონა ჭანიშვილი
 
მას იაკი კაბედაც იცნობენ და იაპონელ პოეტებს შორისაც უძებნიათ უზადო, ნატიფი ტანკებისა და ჰაიკუების ავტორი; მისტიფიკაციის სიყვარულმა მისი პიროვნული ბიოგრაფიაც აღბეჭდა, თუმცა სადაც არ უნდა იყოს, ირაკლი კაკაბაძე მაინც ქართველ პოეტად რჩება, ამ ცნების არა ლოკალური ეროვნული იდენტობის, არამედ მსოფლხედვის განსაკუთრებული, თვითმყოფადი გაგებით, რაც ყოველივე ქართულს კიდევ უფრო მომხიბვლელს, გლობალურს და მასშტაბურს ხდის.
 
ეს „მწვანე წიგნი“ სტამბოლში დაიწერა, თუმცა გეოგრაფიას აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პოეზია საყოველთაო და მარადიულ პრობლემებს და იდეებს მოიცავს, ადამიანისა და სამყაროს ჯანსაღი კავშირის სურვილს და სინანულს ამგვარი კავშირის იშვიათობისა; ეს ლექსები ეკოლოგიურად სუფთა დედამიწაზეა, ეკოლოგიურად სუფთა ადამიანურ სულზე, ურთიერთობებზე, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გადებული გზის ეკოლოგიაზე...
 
ამ ლექსებს ლირიკული გმირიც ჰყავთ – თანამედროვე ადამიანი, რომელიც პიროვნულ თავისუფლებას სხვისი თავისუფლების საზღვართან დარაჯობს და ამ მძლავრი, ნატიფი აქტით საკუთარ თავში მოქალაქეობას იცავს. ეს მცველობა გადამდებია, რადგან ამ პოეზიას აქვს ეს ძალა – ყოველივე ზემოთჩამოთვლილი უხილავად, მძაფრად, უმსუბუქესად გადასდოს მკითხველს – სამყაროს მოქალაქეს და ადამიანს...
 

ავტორის წიგნები
ვრცლად