arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
გიორგი ზანგური
გიორგი ზანგური

დაიბადა 1982 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. მუშაობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში.

 

2006 წელს გამოვიდა მისი პირველი ლექსების კრებული ჩემს თანადედამიწელებს. 2007 წელს გამოვიდა პოეტური კრებული სამკაული, გიორგი შალამბერიძესა და დავით დეფი გოგიბედაშვილთან ერთად. ამავე წელს ჩაიწერა სამკაულის აუდიო-ალბომი ამიშვი ცამდე. 2009 წელს გამოვიდა მეორე კრებული სახელწოდებით წიგნი.

 

ინტელექტმა გამოსცა მისი სამი პოეტური კრებული: სარეპეტიციო ლექსები, შენ. არავინ და გამამეორე.

 

2003 წლიდან თანამშრომლობს ცვლილებების თეატრთან. ამ თეატრში დაიდგა მისი ორი პიესა: დონორები და სახლი. მონაწილეობს რამდენიმე სატელევიზიო პროექტსა (სერიალები) და მხატვრულ ფილმში.


 

ავტორის წიგნები
ვრცლად