arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ივანე ამირხანაშვილი
ივანე ამირხანაშვილი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კრიტიკოსი, ლიტერატურისმცოდნე. დაიბადა 1959წელს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1986 წელს კი დაამთავრა ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა, 1991 წელს დაიცვა დისერტაცია. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად, ჟურნალისტად. ამჟამად მუშაობს შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელად; ჟურნალ ჩვენი მწერლობის პროზის რედაქტორად.

 

იკვლევს თანამედროვე და კლასიკური ქართული ლიტერატურის საკითხებს. არის მრავალი სტატიის, შრომისა და მონოგრაფიის ავტორი. წიგნები: თეთრი ჯვრის ხეობა (1999, ლომისი), ტკივილის დიალექტიკა (2003, საარი), ქართული მწერლობის ისტორია ყმაწვილთათვის, სამტომეული (2006-2008-2011, დილა), თავისუფლების პარადოქსები, (2012, ინტელექტი), დაკარგული ავტორის ძიებაში (2014, ინტელექტი).

ავტორის წიგნები
ვრცლად