arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ესმა ონიანი
ესმა ონიანი

დაიბადა  1938 წელს.  1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. სადიპლომო ნამუშევარმა – უფროსკლასელები (ჯგუფური პორტრეტი)  მიიღო უმაღლესი შეფასება  და გამოფენილი იყო  მოსკოვში.

 

1966-1967 წლებში  მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად, ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე. იგი მრავალი გამოფენის მონაწილეა, როგორც საქართველოში ისე უცხოეთში.

 

1966 წლიდან პერიოდულად ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში მისი ლექსები, წერილები. გამოცემული აქვს წიგნები: ლექსები (1978), ჩუმად დაქრიან ფრინველები (1982), თეთრი სტუმრები (1986), რა არ მავიწყებს (1998), 100 ლექსი (2010), ძველი რვეულებიდან. ჩანაწერები (2011), ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ! (2015).

 

შექმნილი აქვს არაერთი ილუსტრაცია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის საბავშვო წიგნისათვის ზარმაცი თაგუნიას ამბავი.

 

1982 წელს წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს მისი ტილო დავით კაკაბაძის პორტრეტი. 2000 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად