arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
გაბრიელ ტანიე
გაბრიელ ტანიე

გაბრიელ ტანიე სოსო გაჩავას ლიტერატურული ფსევდონიმია.

 

დაიბადა 1971 წელს. პროფესიით კინორეჟისორია. წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც სასულიერო მოღვაწეობას, ისე პედაგოგიურ საქმიანობას (ასწავლიდა ხატვას და თექაზე მუშაობას)  საქართველოსთვის სტრატეგიულად  ძალიან  მნიშვნელოვან, საზღვრისპირა რეგიონებში –  სამცხე-ჯავახეთსა და ფშავ-ხევსურეთში.

 

საკუთარ მოსწავლეებთან ერთად მოწყობილი აქვს ოთხი გამოფენა აღმოსავლეთ საქართველოს ჩეჩენ-ინგუშეთის საზღვრისპირა რეგიონში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით  სხვადასხვა დროს აღადგინეს  3 უძველესი, ისტორიული მნიშვნელობის ეკლესია. ასევე დაიწყო საუკუნის პროექტად წოდებული როშკა-არხოტის გზა. როგორც  კინოდოკუმენტალისტი, მონაწილეობდა  რუსეთ-ჩეჩნეთის ომში.

 

რამდენიმე  წელი ცხოვრობდა პრაღაში და  მსახურობდა ჩეხეთის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში.

 

მისი სადებიუტო რომანი „ქანაანის შვილები“ გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. იგივე ბედი გაიზიარა მეორე რომანმაც – „ანგელოზთა საკითხავი“ – რომელიც „ინტელექტმა“ 2021 წელს გამოსცა.

ავტორის წიგნები
ვრცლად