arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ანდრე ჟიდი
ანდრე ჟიდი

ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. დაიბადა 1869 წლის 22 თებერვალს, პარიზში. მეგობრობდა პოლ ვალერისთან და მარსელ დრიონთან. 1891 წელს შექმნა პირველი ნაწარმოები ანდრე ვალტერის დღიურები. 1892 წელს დაწერა ანდრე ვალტერის ლექსები.

 

ჟიდის ადრეული ნაწარმოებები სიმბოლისტური იყო. მაგრამ 1893 წელს მისმა მოგზაურობამ ჩრდილოეთ აფრიკაში შეცვალა ჟიდის დამოკიდებულება ხელოვნებისადმი და 1895 წელს დაწერა რომანი ჭაობები.  ეს ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურული მოდერნიზმის ნიმუშია. ჟიდის შემდეგი წიგნები იყო მიწიერი კერპები, საული, ცუდად მიჯაჭვული პრომეთე და იმორალისტი. პროზის პარალელურად ჟიდი ესეებსაც წერდა და 1903 და 1911 წლებში ესეების ორი კრებული გამოსცა.

 

1925 წელს ჟიდმა გამოსცა რომანი ყალბი ფულის მჭრელები. მეორე მსოფლიო ომის დროს ჟიდი ტუნისში ცხოვრობდა. იქვე დაწერა  უკანასკნელი ნაწარმოები თეზევსი.

 

გარდაიცვალა 1951 წელს, პარიზში.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად