arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ბერნარდ შოუ
ბერნარდ შოუ

ირლანდიელი დრამატურგი, დაიბადა დუბლინში 1856 წელს.

 

ლიტერატურული საქმიანობა მუსიკალური რეცენზიების წერით დაიწყო, რომლებსაც ფსევდონიმით აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში. უილიამ არჩერის თანაავტორობით შექმნილი პიესის საფუძველზე დაწერა ქვრივის სახლები, თავის პირველი ნაწარმოები თეატრისათვის. პიესას თავშეკავებით შეხვდნენ და ორი სპექტაკლის შემდეგ მოხსნეს. შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში შოუ წერს ცხრა სრულმეტრაჟიან და ერთ ერთაქტიან პიესას. პირველი მსოფლიო ომის დროს, შოუ აქტიურად იყო დაკავებული პოლიტიკით.

 

1943 წელს ცოლის გარდაცვალების შემდეგ შოუ  გადადის ლონდონიდან თავის სახლში,  ჰერტფორდშირში. 94 წლის ასაკში, მალევე თავისი დაბადების დღის შემდეგ, ბაღში მუშაობისას, წაიქცა და მძიმედ დაშავდა. გარდაიცვალა 1950 წლის 2 ნოემბერს.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად