arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
რატი მუჯირი
რატი მუჯირი

დაიბადა 1984  წელს, თბილისში.

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

 

2004-2014 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტიორი და აშუქებდა ომების, კონფლიქტებისა და კრიზისების თემებს.

 

2014-2019 წლებში მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. მისი ინიციატივით დაინერგა საქართველოში სახელმწიფო დროშისა და კონსტიტუციის დღის აღნიშვნა.  პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად იღებდა მონაწილეობას ადამიანის უფლებების დაცვის განხრით წარმოებულ საქმიანობაში.

 

2019-2021 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში.

 

2019 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებში. ასევე ატარებს ტრეინინგებს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის.   

 

2021 წლის გაზაფხულიდან დაუბრუნდა აქტიურ ჟურნალისტიკას და „ფომულაზე“ გადაცემა „დროებისთვის“ ამზადებს რეპორტაჟებს.

 

სადებიუტო წიგნი „ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“ გამოსცა 2018 წელს. „მ@ილები ავღანეთზე“ კი, რომელიც პირველი წიგნის ერთგვარი გაგრძელებაა, „ინტელექტში“ 2020 წელს დაიბეჭდა.

 

ავტორის წიგნები
ვრცლად