arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ლაშა თაბუკაშვილი
ლაშა თაბუკაშვილი

დაიბადა თბილისში, 1950 წლის 23 ნოემბერს. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1969 წელს ჟურნალ ცისკარში მოთხრობით –მოკლეს ბიჭი. სულ დაბეჭდილი აქვს ოცამდე მოთხრობა, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი (ერთერთი მოთხრობა მშვიდობით, ქალბატონო ახლახან გამოიცა ტოკიოში, იაპონურ ენაზე შედგენილ ევროპელ მწერალთა ლიტერატურულ ალმანახში).

 

ლაშა თაბუკაშვილს ეკუთვნის პიესები (ჭრილობა, დარაბებს მიღმა გაზაფხულია, ძველი ვალსი, ათვინიერებენ მიმინოს, შენკენ სავალი გზები, მაგრამ უფლება არ მოუცია..., ნატაძრალზე, მერე რა რომ სველია, სველი იასამანი, თოვლივით თეთრი თოვლი, ასტეროიდი), რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკის აკადემიურ თეატრშია დადგმული, აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში და ნათარგმნია მრავალ ენაზე.

 

ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ! ლაშა თაბუკაშვილის პირველი რომანია (ინტელექტი, 2015). 

 

2016 წელს ინტელექტმა გამოსცა ლაშა თაბუკაშვილის პიესა – სადღაც, ცისარტყელას მიღმა..., რომლის მიხედვითაც რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში ამავე სახელწოდების სპექტაკლი დადგა.

 

2006 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის პრემია.

2017 წელს გადაცა ლიტერატურული პრემია საბა „დრამატურგიის“ ნომინაციაში წიგნისათვის – სადღაც, ცისარტყელას მიღმა...

ავტორის წიგნები
ვრცლად