arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ბებია. სურათები სოფლის ცხოვრებიდან
ბებია. სურათები სოფლის ცხოვრებიდან
ISBN:
ინფორმაცია არ არის
კატეგორია:
ახალი თარგმანები, საბავშვო წიგნები
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
მაგარი
ფასი:
0.00


მოჩითული თავშალი, ხელით ნაქსოვი ქვედაკაბა და მოწნული კალათა – ასეთი დაამახსოვრდებათ შვილიშვილებს მათთან სტუმრად ჩასული ბებია, რომელიც პირველად იხილეს. თუმცა აღმოჩნდება, რომ დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ამბები წინ ელოდებათ, რადგან მათი ბებია შეძლებს, გარშემო არა მხოლოდ საკუთარი ოჯახი შემოიკრიბოს, არამედ სიკეთე და სიყვარული აჩუქოს ყველას, ვინც გზად გადაეყრება.
 
მე-19 საუკუნის კლასიკოსი ჩეხი მწერლის, ბოჟენა ნემცოვას რომანი „ბებია“ ადამიანური ურთიერთობების, ოჯახის, საზოგადოების იმ ნატიფ, ფაქიზ და მშვენიერ ისტორიას ეძღვნება, რომელიც გარდასულ ეპოქასთან ერთად ჩაბარდა წარსულს. ახლა ამ ეპოქას ზოგჯერ ნოსტალგიით, ზოგჯერ ღიმილით იგონებენ. თუმცა, ესაა უნიკალური ადამიანური გამოცდილება, დროსთან და სამყაროსთან ჰარმონიაში მყოფი ცხოვრების ანაბეჭდები.
 
ნემცოვას რომანის გმირი, მტრედებდაკოსებულ-შლაპიანი ბებია ამ დროისა და ცხოვრების მკაფიო სახე-სიმბოლოა, რომელიც ბევრს საკუთარ წინაპრებსაც გაახსენებს და, როგორც დასაწყისში ავტორი ამბობს, ამ წიგნსაც ისეთი გატაცებით წააკითხებს, როგორითაც ის იწერებოდა.
 
ინგლისურიდან თარგმნა ბარბარე მიქელაძე-ჭიჭინაძემ
 
წიგნი გაფორმებულია ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებით

ავტორის წიგნები
ვრცლად