arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
დაზაფრული ატლანტები
დაზაფრული ატლანტები
ISBN:
9789941315138
კატეგორია:
ახალი თარგმანები, „ინტელექტი“ 25 წლისაა
გვერდები:
118
ფორმატი:
14X20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
14.95


ყიდვა
ნიკოლას მელინი, ესპანელი მწერალი, მცირე რომანებისა და მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორია. გამოირჩევა წერის განსხვავებული მანერით, ზუსტი და ინტენსიური თხრობით მკითხველის ყურადღებას მიმართავს ადამიანის სიღრმისეულ, ფარულ პრობლემებზე. წერს კინოსცენარებსა და სტატიებსაც. ასევე, ის ესპანურ-ამერიკელი მწერლების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორია.
 
მისი რომანი „დაზაფრული ატლანტები“ მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც ერთად არიან, თუმცა მათი ურთიერთობა ტკივილიანია. ერთი მათგანი სირიელ ლტოლვილებს ეხმარება, რომლებიც დიდი ტანჯვით აღწევენ ევროპის ნაპირებს, სადაც მაინცდამაინც დიდი სტუმართმოყვარეობით არ ეგებებიან. ლუსიას ლტოლვილებზე ზრუნვაში ეხმარება იზაბელიც.
 
სამწუხაროდ, სხვათა ტანჯვის გამზიარებლები, თავად ვერ აღწევენ მას თავს. ლუსიას წარსული, ბავშვობაში გადატანილი მძიმე ჭრილობები არ აძლევს საშუალებას, თავისუფლება მოიპოვოს სიყვარულში, რაც ტკივილს აყენებს მის პარტნიორს და მის სიყვარულში ეჭვს უჩენს. იზაბელი, თავის მხრივ, დაზაფრულია ყოველ წამს ცხოვრებაში შემოჭრილი რეკლამებით და თავდაუზოგავად ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერი კი მათს ურთიერთობას ბზარს უჩენს.
 
ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

 


ავტორის წიგნები
ვრცლად