arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ქართული მატრიცა
ქართული მატრიცა
ISBN:
978-9941-31-608-1
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
128
ფორმატი:
13.50x20
ყდა:
რბილი
ფასი:
14.95


ზაზა ბიბილაშვილის პუბლიცისტური კრებული „ქართული მატრიცა“  საქართველოს უახლესი ისტორიის ერთგვარი შეჯამება, დავიწყებული წარსულისა თუ დასავიწყებლად განწირული აწმყოს გადააზრების მცდელობაა. ავტორს ზედაპირზე ამოაქვს ყველასათვის ნაცნობი, მოყირჭებული პრობლემები და მათი გადაჭრის ახლებურ პარადიგმებს გვთავაზობს, რომელთაგან მთავარი საკუთარი წარსულის მცოდნე, კრიტიკულად მოაზროვნე, თვითრწმენით აღსავსე მოქალაქის არსებობაა. 
 
ვინაიდან დასახულ გზათა უმეტესობა ხანგრძლივ „მოგზაურობას“ გულისხმობს, ბევრი ალბათ იტყვის, რომ ახლა ამის დრო არაა და ჯერ სხვა, უფრო აქტუალური, პრობლემებია გადასაჭრელი, თუმცა ეგებ სწორედ ამგვარი რეფლექსიის ნაკლებობა განაპირობებს შეცდომების მუდმივ გამეორებას და ყბადაღებულ „ერთ წრეზე ტრიალს“? იქნებ სწორედ ახლაა ამის დრო? 
 
ისტორიული მეხსიერება – და მისი კონტექსტუალური გამოყენების უნარი – სწორედ ის იარაღია, რომელიც, ავტორის აზრით, გვაძლევს შანსს, გავარღვიოთ ბოლო ათწლეულების „მოჯადოებული წრე“ და გავაღწიოთ სამშვიდობოს – იქ, სადაც ნიჰილიზმსა და შეგუებას წარმატებისა და გამარჯვების მოლოდინი ჩაანაცვლებს.

ავტორის წიგნები
ვრცლად