სიმშვიდე დაფნის ხეებში
- ISBN:
- 978-9941-31-690-6
- კატეგორია:
- თანამედროვე ქართული პოეზია
- გვერდები:
- 152
- ფორმატი:
- 14x18
- ყდა:
- რბილი
- ფასი:
- 11.95
ყიდვა
ჩემი პოეტობის ამბავი
მამაჩემის შემხედვარეს, ისე შემიყვარდა ლექსები, რომ ბავშვობიდან რაღაც-რაღაცების წერა დავიწყე. დავწერდი და ლეიბის ქვეშ ვმალავდი. მე-4 კლასში რომ ვიყავი (გოგოები და ბიჭები ჯერ ერთად ვსწავლობდით), ჩემი ერთი კლასელი ჩამივარდა გულში – სანდრო (სანდრიკა) ახმეტელი, თუ არ ვცდები, დიდი სანდრო ახმეტელის შვილიშვილი. მე და სანდრიკა შესვენებებზე ერთად ვთამაშობდით ხოლმე „დაჭერობანას“. ახლაც მაქვს ერთი ფოტო, მთელი კლასია გადაღებული – მე მარცხნივ ვდგავარ, სანდრიკა კი – მარჯვნივ. დავიგვიანეთ და სხვა ადგილი აღარ შეგვხვდა. მერე, გოგონები და ბიჭები რომ გაგვყვეს, ერთმანეთს ვეღარ ვნახულობდით.
ხანი გავიდა. მერვე კლასი რომ დავამთავრეთ, ატესტატები დაგვირიგეს. მეორე დღეს გავიგე, რომ სანდრიკა ტრამვაის გაუტანია. ტრამვაიზე ახტომა სდომებია, მაგრამ სახელურზე ხელი ასცდენია, მეორე ხელში ატესტატი შემორჩენოდა. ასეთი გულისტკივილი იშვიათად თუ განმიცდია. ღამეები არ მეძინა. ვტიროდი და გამოსათხოვარ ლექსებს ვუძღვნიდი.
ერთ დღეს გაგვქურდეს. სახლში ისეთი არაფერი გვქონდა, რომ გული დაგვწყვეტოდა. თუმცა, ის მცირედი, რაც გვქონდა, ჩვენთვის მაინც საჭირო იყო. იმ სიდუხჭირეში ლეიბებს, ბალიშებს, დანა-ჩანგალს რომ წაიღებენ და ზედ წიგნებს და რვეულებს მიაყოლებენ, მაინც ძნელია. ჩემი ლექსების რვეულიც გაქრა. ვინ იცის, რომელ ნაგვის ყუთში უკრეს თავი ან სულაც ღუმელში დაწვეს.
მედეა ზაალიშვილის წიგნიდან – „ცაში გამოკიდებული სახლი“