arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
DE PROFUNDIS
DE PROFUNDIS
ISBN:
978-9941-31-719-4
კატეგორია:
Magnum Opus
გვერდები:
212
ფორმატი:
14.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
17.95


ყიდვა
„DE PROFUNDIS ოსკარ უაილდმა პატიმრობის დროს დაწერა. იმ ჯოჯოხეთური შეგრძნებებიდან, ციხეში რომ განიცდიდა, თავშესაფარი ლიტერატურა აღმოჩნდა. ასე დაიბადა DE PROFUNDIS, საყვედურად იმ პიროვნების მიმართ, რომლის გამოისობითაც ამოყო თავი მისთვის დაუჯერებელ გარემოში, იმ საბედისწერო მეგობრობის გამო, არც პურიტანულმა საზოგადოებამ რომ აპატია და არც სასამართლომ დაინდო.
 
ოსკარ უაილდს ეპისტოლე ამ ჟანრის კვალობაზე საკმაოდ გაუგრძელდა, საბოლოოდ კი აღსარებად გარდაისახა. ამიტომაც ძალდაუტანებლად შემოვიდა თხრობაში მისი შემოქმედებითი ლაბორატორია და შემოგვრჩა არაერთი საგულისხმო თუ ძალზე მნიშვნელოვანი რეალია, შტრიხი და დეტალი.
 
უაილდი იესო ქრისტეს ფენომენს მანამდეც უკვირდებოდა, ციხის საკანში კიდევ უფრო დაუახლოვდა და მისი მოძღვრებაც უფრო ხელშესახებად განიცადა. მან უფაქიზესად მოხაზა იესო ქრისტეს კაცებრივი არსებობის მანამდე შეუმჩნეველი თუ ჯეროვანი დაფასების გარეშე დარჩენილი შტრიხები.
 
ოსკარ უაილდი იესო ქრისტეს პირველ რომანტიკოს პოეტად მოიხსენიებდა, მის ცხოვრებას კი უმშვენიერესად აღიარებდა ყველა პოემას შორის. დარწმუნებით აცხადებდა, ბერძნული ტრაგედიები, ყველა ერთობლივ, მთელი თავიანთი სიდიადითა და ტრაგიზმით, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ქრისტემ გადაიტანაო. სახარებაში – იმ ოთხ პროზაულ პოემაში – ჩაფლობისა და გათავისების შემდგომ შეიცნო და შეიმეცნა არა მხოლოდ ტკბობა ცხოვრებითა და ტკბობა ხელოვნებით, არამედ ის, რაც უკვე გაცილებით უფრო შესანიშნავი ეჩვენებოდა: ტანჯვის არსი და მისი სილამაზე.
 
ოსკარ უაილდი რომელ ჟანრსაც ხელს მოჰკიდებდა, ყველგან საუკეთესო ნიმუშებს ქმნიდა – ასეთია მისი ლექსები, მისი პოემა, მისი რომანი, მისი პიესები, მისი ლიტერატურული ზღაპრები, მისი ესეები, მისი აფორიზმები. და რაკიღა აღსარების ჟანრსაც შეახო ხელი, აქაც შედევრი დაგვიტოვა.“ – როსტომ ჩხეიძე
 
ინგლისურიდან თარგმნა ზურაბ სონღულაშვილმა
 

ავტორის წიგნები
ვრცლად