arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ცინკის ბიჭები
ცინკის ბიჭები
ISBN:
978-9941-31-736-1
კატეგორია:
ახალი თარგმანები, აკრძალული წიგნების თარო
გვერდები:
440
ფორმატი:
14.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


„ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ აკრძალული ბელარუსი მწერლის სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს.
რაც შეეხება წიგნის სათაურს: მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური ელემენტის – Zincum-ის ქართული შესატყვისი თუთიაა, წიგნის სახელწოდებაში ორიგინალისეული „ცინკის“ დატოვება ვარჩიეთ, რადგან ხალხის მეტყველებაში დამკვიდრებული ეს სიტყვა ზუსტად ასახავს ეპოქის ტრაგიზმს – სწორედ ამ სახელით მოდიოდა საქართველოშიც კუბოები ავღანეთიდან, რომლებშიც გამორჩეული ქართველი ბიჭები იყვნენ ჩასვენებული.

 


ავტორის წიგნები
ვრცლად