arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
საშიში ინტერპრეტაციები
საშიში ინტერპრეტაციები
ISBN:
978-9941-31-731-6
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
416
ფორმატი:
13.5x20
ყდა:
რბილი
ფასი:
27.95


ყველაზე თანმიმდევრულად საბჭოთა ეპოქა მაინც დროს ებრძოდა. ამიტომაც მას ეშინოდა ინტერპრეტაციის, რომელიც საუკუნეთა ჭრილში ტექსტის ცხოვრების დანახვის უნიკალური საშუალებაა. სხვა სიტყვებით, ესაა აზრის მარადიული მოძრაობა კლიშეებისა და სტერეოტიპების დასაძლევად.
 
ინტერპრეტაცია სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი აზროვნების ერთგვარი კოდი. მისი მოპოვება კი ისეთ სერიოზულ ცნებებს უკავშირდება, როგორიცაა თვითმოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, გონებრივი სიფხიზლე, ნაცვლად ინერტულობისა და შემგუებლობისა. შეიძლება სამყარო ვერ შეცვალო და ამის პრეტენზია, ალბათ, არც უნდა გქონდეს, მაგრამ რწმენა იმისა, რომ „ლიტერატურული სიტყვით შესაძლებელია შენი განცდების წინ წაწევა, განვითარება“, დიდი შვების მომტანია.
 
მოკლედ, პოსტსაბჭოური ინტერპრეტაციული ნაკადის შესახებ შეიძლება ასეც ითქვას: იდევნებოდა გუშინ, სრულად აღდგა თავის კანონიერ უფლებებში დღეს და იმედია, ხვალაც მკითხველის გზამკვლევად დარჩება.