arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
შვიდფრონტონიანი სახლი
შვიდფრონტონიანი სახლი
ISBN:
978-9941-31-762-0
კატეგორია:
ინტელექტი კლასიკა
გვერდები:
456
ფორმატი:
13.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
33.95


ყიდვა
ამერიკელი მწერლის, ბნელი რომანტიზმის წარმომადგენლის, ნათანიელ ჰოთორნის გოთიკური რომანი „შვიდფრონტონიანი სახლი“ 1851 წელს გამოქვეყნდა. რომანი მოგვითხრობს ახალი ინგლისის ოჯახსა და მათ საგვარეულო სახლზე, რომლის მომნუსხველი ატმოსფერო მკითხველს განაწყობს ძველებური ლეგენდებისა და ოჯახური წყევლის მოსასმენად.
 
მიწა, რომელზეც შვიდფრონტონიანი სახლია აგებული, უძველეს დროში მეთიუ მოულს ეკუთვნოდა. როდესაც მიწის ფასმა აიწია, პოლკოვნიკმა პინჩონმა თვალი დაადგა მას; მეთიუ მოულს ჯადოქრობა დააბრალა, ციხეში გაისტუმრა, მიწა დაისაკუთრა და იქ შვიდფრონტონიანი სახლი აიშენა. სიკვდილით დასჯის წინ მეთიუმ დაწყევლა პინჩონები და მთელი მათი შთამომავლობა. ამ წყევლის ძალას პინჩონები საუკუნეების განმავლობაში იმკიდნენ.
 
ცოცხლად დარჩენილი ოთხი პინჩონის ურთიერთობის ფონზე ჰოთორნი იკვლევს დანაშაულის, შურისძიებისა და ცოდვის გამოსყიდვის თემებს. მწერალი რომანს აფერადებს ზებუნებრივისა და ჯადოქრობის ამსახველი ეპიზოდებით.
 
წიგნის მიხედვით შეიქმნა არაერთი მხატვრული თუ სატელევიზიო ფილმი.
 
ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ

ავტორის წიგნები
ვრცლად