მე ვარ
- ISBN:
- 978-9941-31-772-9
- კატეგორია:
- საყმაწვილო ლიტერატურა
- გვერდები:
- 212
- ფორმატი:
- 14.5x20.5
- ყდა:
- რბილი
- ფასი:
- 27.95
ყიდვა
„ყოველთვის ვოცნებობდი პატარა წიგნზე, რომელსაც გაბედავდნენ და ინტერესით წაიკითხავდნენ კითხვის სირთულეების მქონე ბავშვები. თანაც ეს წიგნი იქნებოდა მათთვის სახალისო და პერსონალურად საინტერესო, ხელს შეუწყობდა მათ თვითდაკვირვებასა და საკუთარი თავის გაგებას. ეს წიგნი სწორედ ასეთია – კითხვის მოტივაციის გამაძლიერებელი და საკუთარ თავზე დამაფიქრებელი!
ეს სწორედ ასეთი წიგნია!
და კიდევ, რაც მთავარია, ეს წიგნი მშობლებისთვისაა – რომ გაიგონ, რას ფიქრობს მათი შვილი, როგორ გულმოდგინედ ცდილობს და როგორ განიცდის, როცა რაიმე არ გამოსდის. ბავშვის ფიქრები ისე ავთენტურად და ოსტატურადაა გახმოვანებული, რომ მშობლები მიხვდებიან, რა ხდება მათი შვილების გულებში, რატომ უქვეითდებათ სწავლის მოტივაცია, თვითშეფასება და დარწმუნდებიან, რომ ისინი არ არიან ზარმაცები.“ – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ გაგოშიძე
ეს წიგნი, უპირველეს ყოვლისა, იმ ბავშვებისთვის დაიწერა, რომლებსაც აქვთ დისლექსიის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან ენის ბორძიკი. ის აუცილებელი რესურსია მშობლებისთვის, პედაგოგებისა და ბავშვებთან მომუშავე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისთვის. ამასთანავე, წიგნი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ნებისმიერი ბავშვისა და მოზარდისთვისაც, მათი ცნობიერების ამაღლების, განსხვავებულის შემჩნევისა თუ მიღებისთვის საჭირო უნარების ჩამოსაყალიბებლად.
წიგნი გაფორმებულია სოფო კირთაძის ილუსტრაციებით.