arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ივლისი/აგვისტო, N9/10, 2024
ივლისი/აგვისტო, N9/10, 2024
ISBN:
9771512444040
კატეგორია:
ჟურნალი „ქართული მწერლობა“
გვერდები:
52
ფორმატი:
21x30
ყდა:
რბილი
ფასი:
6.00


ყიდვა
„მსუყე. თუ რამე სიტყვა მოუხდებოდა ჟურნალის ამ ნომერს, ეს სიტყვაა – მსუყე.
 
ზაფხულის საკითხავად ჩავიფიქრეთ ორი თვის გაერთიანებული ნომერი და ამიტომაცაა, რომ ასეთი არაერთფეროვანი და არაერთგვაროვანი „ქართული მწერლობაა“ თქვენ თვალწინ.
 
ბევრი ახალი სახელი გაგახარებთ და ბევრი საყვარელი ავტორიც გაგახსენებთ თავს.
 
მაინც, როგორც ამბობენ, ყველაფერი რაღაცისთვის მზადებაა, მუდმივად რაღაც ერთი წერტილისკენ მოძრაობა, სვლა დასახული მიზნისკენ, ჩვენც ხომ ჟურნალის აღდგენის დღიდან დავისახეთ მიზანი – ქართული თანამედროვე ლიტერატურის მხარდაჭერა, ანტიქართული ხელისუფლების მიერ კულტურის სფეროში გატარებული რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა და სიტყვისა და აზრის თავისუფლების დაცვა მათგან, ვინც ქართულ მწერლობასთან ბრძოლით
დაიწყო და ამ ქვეყნის მტრობით აგრძელებს ცხოვრებას.
 
ამიტომაცაა, რომ ჟურნალის ეს საზაფხულო მსუყე ნომერი კარგ მკითხველს რთული და მძიმე შემოდგომისთვის მზადებადაც მოეჩვენება, გვინდა ოქტომბრამდე ბევრ და საჭირო საკითხებზე კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ.
 
ამასობაში კარგი ამბავიც გახაროთ, კულტურის სამინისტროს მიერ გაუქმებული თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დაბრუნება, რაც საქართველოს პენცენტრისა და საქართველოს მეგობრების დახმარებით კვლავ ლიტერატურისა და წიგნის დედაქალაქად აქცევს თბილისს.
 
დაელოდეთ სექტემბრის ნომერს, რომელშიც ფესტივალისა და ჩვენი ქვეყნის საპატიო სტუმრებს, საინტერსო მწერლებს შეხვდებით“, – რედაქტორებისგან.
 
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
  • როგორი უნდა იყოს მშვენიერი სიმღერა | ინტერვიუ ნესტან ნენე კვინიკაძესთან | ესაუბრა ირაკლი კაკაბაძე
  • ირინა ტაბაღუა, ახალი ლექსები
  • ლუკა ჭყოიძე, ლექსები
  • ელზა გურგენიძე, „სანზონა“ (ფრაგმენტი ახალი რომანიდან)
  • ნინო თარხნიშვილი, მინიატურები
  • შოთა იათაშვილის რეცენზია თეა თოფურიაზე
  • ნიქო გორგილაძე, ლექსები
  • მერიკო ქაჯაია, როგორ გააკეთებდა ამას ლუბიჩი?
  • თანამედროვე პოლონური ლიტერატურა | 
  • საუბრობენ: კატია ვოლტერსი და ზვიად კვარაცხელია
  • დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან
  • სერგო წურწუმია, „და იქმნა ეგრეთ“ (ფრაგმენტი ახალი რომანიდან)
  • მაია ცერცვაძე, ანასტასია მაყაშვილის მოგონება ნიკოლოზ ბარათაშვილზე
  • კოკი გუგუშვილი, ვინ იყო ზვიად გამსახურდია, რა უნდოდა და რა გააკეთა
  • მან საქართველოსთვის?
  • შეიმას ჰინი | ზვიად რატიანის თარგმანი
  • ზორა ნილ ჰარსტონი, მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ (გვანცა ჯობავას თარგმანი)
  • ჰოსიდიუს გეტა, „მედეა“ | გიორგი კახიშვილის თარგმანი
  • ქეთევან გახოკია, რეცენზია ჯოზეფ კონრადის „პირადი ჩანაწერებზე“ (მთარგმნელი ნონა მაზიაშვილი)
გარეკანის ბოლო გვერდზე – ნატო გორდელაძის წერილი ნიკოს კაზანძაკისის „ძმათა მჭამელებზე“
 
გარეკანზე: ნესტან ნენე კვინიკაძე – სტიუარტ აკერ ჰოლტის ფოტო
 
გამოცემის მხარდამჭერი: პოლონეთის ინსტიტუტი თბილისში