arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
თბილისური დღიური
თბილისური დღიური
ISBN:
978-9941-31-785-9
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
108
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
17.95


ყიდვა
როდოლფო ჰესლერი საქართველოში ქართველი პოეტების ესპანურ ენაზე სათარგმნელად ჩამოვიდა და თბილისში, მაჩაბლის 13 ნომერში, მწერალთა სახლში ცხოვრობდა.
 
ჰესლერი თბილისს საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს. მის მიერ აღწერილი შენობების დეტალები, ხმები, გემოები, ავტორები, სახელები, ჭიშკრები, რომლებიც აუცილებლობის საფარქვეშ სხვადასხვაგვარ ბრწყინვალებას ინახავენ,  ერთი საერთო სურათის ფრაგმენტებია.
 
წიგნში არ არის არც ერთი ზედმეტი სიტყვა, რომ მთავარი სათქმელი გააფუჭოს. ავტორი თავს არ აწონებს ქალაქს და არც ამ ქალაქისკენ გიხმობს ხმამაღალი ძახილით. ამ წიგნში სიყვარულის ახსნისას არავინ ცდილობს, პირველი შეხვედრის უპირატესობა გამოიყენოს და თავისი საუკეთესო მხარით იკეკლუცოს. აქ ავტორი და ქალაქი ისეთები ხვდებიან ერთმანეთს, როგორებიც სინამდვილეში არიან.
 
ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

ავტორის წიგნები
ვრცლად