arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ყურსასმენების რევოლუცია
ყურსასმენების რევოლუცია
ISBN:
978-9941-31-799-6
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
72
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
10.95


ყიდვა
ციკო ინაურის „ყურსასმენების რევოლუცია“ ბოროტებაზე გამარჯვების ამბავია. რა თქმა უნდა, სიკეთე და ბოროტება ყოველ ადამიანში თანაარსებობს და ხალხის ბოროტ და კეთილ ადამიანებად დაყოფაც არ არის სწორი, მაგრამ ზოგჯერ, როცა ქვეყანაში ავტორიტარიზმი იკიდებს ფეხს და მხარის არჩევა ხდება საჭირო, ეს ორი პოლუსი თვალსაჩინოდ გამოიკვეთება ხოლმე.
 
სწორედ ასე ხდება ამ წიგნის ფურცლებზე გამოგონილ სამყაროში, საშიშად რომ ჰგავს ნამდვილს. „ვიღაცას რომ ჰკითხოთ, ამ პატარა ქვეყანაში ომი არ არის“ – ამბობს ავტორი, როცა სისტემის მიერ დასახიჩრებულ, მოკლულ და ღირსებააყრილ ადამიანებზე გვიყვება და შეგვახსენებს, რისთვის არის საჭირო თითოეული ადამიანის შეუპოვრობა.
 
ლიტერატურას წინასწარმეტყველება შეუძლია. ამის არაერთი მაგალითი არსებობს და ეს, სიმართლე რომ ითქვას, მისი მაგიური კი არა, სრულიად კანონზომიერი მახასიათებელია. ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ამ წიგნის ოპტიმისტურ დასასრულსაც ასეთივე ძალა ექნება.

ავტორის წიგნები
ვრცლად