arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
საუბრები ვეფხისტყაოსანზე
საუბრები ვეფხისტყაოსანზე
ISBN:
978-9941-31-791-0
კატეგორია:
ინტელექტი სკოლას, კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
184
ფორმატი:
14.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
19.95


ყიდვა
ცხოვრებამ რუსთაველის უამრავ ჭეშმარიტ მოყვარულთან შემახვედრა. დიაპაზონი უზარმაზარი იყო – ფილოლოგიდან ფიზიკოსამდე, აკადემიკოსიდან გლეხამდე, ასი წლის ბერიკაციდან სამი წლის ბავშვამდე. პირადად ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდნენ. ბევრი რამ, რაც რუსთაველზე წამიკითხავს, საინტერესო იყო, ბევრი – გულუბრყვილო, ბევრი – დაუჯერებელი, მაგრამ თითქმის ყველა რაღაცით მნიშვნელოვანი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ყველა სიყვარულით იწერებოდა. რამდენჯერმე წავაწყდი ასეთ მოვლენასაც – ცხოვრების ბოლოს, განურჩევლად პროფესიისა და განვლილი გზისა, ბევრი ქართველი ცდილობს, თავი მოუყაროს და შთამომავლობას დაუტოვოს თავისი აზრები რუსთაველსა და მის პოემაზე, როგორც მთავარ ქართულ მოვლენაზე. მეგონა, რომ ეს ამბავი მე ამცდებოდა. ასე მეგონა დიდხანს, სანამ არ გამიჩნდა რწმენა, რომ ქართველი ლიტერატორი, უბრალოდ, ვალდებულია, რუსთაველზე თავისი ნააზრევი დაგვიტოვოს.

ავტორის წიგნები
ვრცლად