arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
უპირატესობათა სია
უპირატესობათა სია
ISBN:
978-9941-31-813-9
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
124
ფორმატი:
14.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
12.95


ყიდვა
„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ავირჩიოთ უკვე კარგად გამოცდილი და ბანალური გზა, ბოკო ჭიღლაძის რომანი მოვაქციოთ პირველი რომანის კატეგორიაში და ამ პერსპექტივიდან ვისაუბროთ ტექსტზე. ამას შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ ეს მისი, როგორც პოეტის, პირველი რომანია და ასე შევკრათ საბოლოო ჯამში არაფრისმთქმელი წრე, თუმცა, თავად წიგნი ამას არ იმსახურებს.
 
ცხადია, ასეთი მიდგომა ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ „უპირატესობათა სია“ ბოკო ჭიღლაძის პირველი რომანია და ამ წიგნში ყველაფერია, რაც ზოგადად თითქმის ყველა კარგ პირველ რომანში გვხვდება: ექსპერიმენტის სურვილი, საკუთარი გამოცდილების მაქსიმალურად გამოთქმის სურვილი და ამ გზით საკუთარი თავის ამოხსნა.
 
კარგი მწერალი წიგნიდან წიგნში ძუნწდება – თანდათან სულ უფრო და უფრო დოზირებულად იწყებს დეტალების გამჟღავნებას. მომავალ წიგნებში „უპირატესობათა სიის“ ავტორი, რომელიც, თავისთავად უკვე კარგი მწერალია, ასე მოიქცევა და ასეთი გულუხვი აღარ იქნება, თუმცა მანამდე მკითხველის წინაშე ეს წიგნია – სტილისტურად და შინაარსობრივად გაბედული ნამუშევარი. ერთი შეხედვით კამერული შინაარსის რომანი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან დაკვირვებული მკითხველი კამერულ შინაარსს მიღმა დაინახავს ერთფეროვან ყოველდღიურობას, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც მრავალმხრივ ახდენს გავლენას.“ – დავით ქართველიშვილი

ავტორის წიგნები
ვრცლად