arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
საწრთობი
საწრთობი
ISBN:
ინფორმაცია არ არის
კატეგორია:
დრამატურგია, ახალი თარგმანები, ინტელექტი კლასიკა
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


ართურ მილერმა „საწრთობი“ 1953 წელს დაწერა. პიესის სიუჟეტი მასაჩუსეტსში, სეილემში, მე-17 საუკუნის მიწურულს გამართული „კუდიანების სასამართლო პროცესის“ მხატვრული ინტერპრეტაციაა. ნაწარმოები მძიმე ისტორიული ამბით შეგვახსენებს, რომ თეოკრატიული მმართველობის ქვეშ პურიტანული, ფსევდომორალური საზოგადოების ქმედებები მცირე ბიძგითაც კი შეუქცევად კოშმარად იქცევა, პირადი შურისძიებიდან კოლექტიური პარანოია იფეთქებს, სიმართლის და ღირსების საფასურად კი თავგანწირვაღა რჩება.
 
მილერმა პიესა „ცივი ომის“ დროს დაწერა და ისტორიაც თანამედროვეობის მეტაფორად გამოიყენა, რადგან „კუდიანებზე ნადირობა“ მე-20 საუკუნის ამერიკაში ერთგვარი იდეოლოგიური წნეხის ფორმით შეეხო თვითონ ავტორს.
 
„საწრთობმა“ მყისიერი პოპულარობა მოიპოვა, ითარგმნა სხვადასხვა ენაზე და დაიდგა მრავალი ქვეყნის თეატრის სცენაზე, მათ შორის საქართველოშიც.
 
პიესის ახალი თარგმანი წიგნის სახით ქართულად პირველად გამოიცემა და სიმბოლურია, რომ ეს გამოცემა საქართველოსთვის რთულ პოლიტიკურ პერიოდს ემთხვევა, როგორც შეხსენება, რომ საზოგადოებამ მუდამ უნდა დაიცვას საღი აზრი და შეაკავოს ძალაუფლების მქონეთა შეშლილობა, მანამ, სანამ ადამიანებს წაერთმევათ თავისუფლება და სიცოცხლე.
 
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა