arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
სხვების თბილისი
სხვების თბილისი
ISBN:
978-9941-31-821-4
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
220
ფორმატი:
14.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


„თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ასაკში, როცა ჩემი ლიტერატურული ნიჭი აღმოვაჩინე, მაშინვე მივხვდი, რომ ცხოვრებაში ბევრი ფული არასოდეს მექნებოდა“ – წერს მირიან რჩეულიშვილი, ახალგაზრდა ავტორი, თავის სადებიუტო წიგნში.
 
წიგნს შევუყევი თუ არა, ვიგრძენი, რომ ამ მოკლე, ქრონიკული ბმის ჩანახატებს შესანიშნავი კომპოზიციური თვისება აქვთ, ნოველისებური, თავისი საწყისით და სასრულით. ყოველი მათგანი ერთ ძარღვზეა აგებული და წიგნის მთლიანობას კრავს. ყოველი მოთხრობა ერთმანეთს მოასწავებს და უფრო და უფრო კარგად გვიხატავს მთლიან სურათს.
 
კითხვისას მაშინვე თვალშისაცემი იყო სარდონიკულობაში შეფარული სიმწარე იმ თბილისური რეალობისა, რომლის პირისპირაც ერთი სტუდენტი, ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა და ახლა ცდილობს საკუთარ თავს როგორმე აუხსნას ის ყველაფერი, რასაც გარშემო ხედავს და რასაც განიცდის.
 
ვიმედოვნებ, გამოცდილი მკითხველიც დამეთანხმება, რომ ეს უდავოდ ნიჭიერი ავტორის ნამდვილად კარგი პირველი ნაბიჯია ლიტერატურულ გზაზე.“ – ლუკა ბაქანიძე