arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
არტუროს კუნძული
არტუროს კუნძული
ISBN:
978-9941-31-811-5
კატეგორია:
ახალი თარგმანები, ინტელექტი კლასიკა
გვერდები:
552
ფორმატი:
13.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


იტალიელი რომანისტი, მოთხრობების ავტორი და პოეტი ელზა მორანტე პირველი ქალია, რომელსაც 1957 წელს სტრეგას პრემია მიენიჭა რომანისთვის „არტუროს კუნძული“. ამ რომანმა მწერალს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა.
 
რომანი მოგვითხრობს მოზარდ არტუროზე, რომელიც ცხოვრობს ნეაპოლის ყურეში, იზოლირებულ კუნძულ პროჩიდაზე. ბიჭს დედა მაშინ გარდაეცვალა, როცა თვითონ მოევლინა ქვეყნიერებას, მოხეტიალე მამა კი წელიწადში რამდენიმე დღეს თუ ატარებს შინ. მისი ერთადერთი ახლობელი და გულშემატკივარი მოსიყვარულე ძაღლია. არტურო დილიდან საღამომდე დადის სოფლად, ზღვის სანაპიროზე, კითხულობს სათავგადასავლო წიგნებს გმირებზე, მისი წარმოდგენით მამას რომ ჰგვანან.
 
შეიძლება ბიჭის ყოფა მარტოსულად გამოიყურებოდეს, მაგრამ არტურო სხვაგვარ ცხოვრებას არც იცნობს და ბედნიერებით ევსება გული, როცა ეძლევა შესაძლებლობა, მამასთან ერთად ბორცვებზე დაძვრებოდეს ან ნავით ზღვაში გავიდეს. თუმცა, არაფერი გრძელდება სამუდამოდ და ერთხელაც კუნძულზე დაბრუნებულ მამას თან ჩამოჰყავს მეორე ცოლი – ახალგაზრდა ნეაპოლელი ქალი ნუნციატა. ეს კი ბოლოს უღებს არტუროს უდარდელ, ბავშვურ არსებობას.
 
იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა