arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მოგზაურობა ჩარლისთან ერთად, ამერიკის საპოვნელად
მოგზაურობა ჩარლისთან ერთად, ამერიკის საპოვნელად
ISBN:
978-9941-31-836-8
კატეგორია:
ახალი თარგმანები, ინტელექტი კლასიკა
გვერდები:
340
ფორმატი:
13.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


ამერიკელი მწერალი რეიმონდ კარვერი წერდა: მოგზაურობა ჩარლისთან ერთად გვიჩვენებს, თუ რამდენად შინაარსიანი შეიძლება აღმოჩნდეს სულ უბრალო ხეტიალიც კი – ამერიკის სხვადასხვა მხარეში, მხოლოდ ძაღლის თანხლებით. ესაა გზააბნეულობისა და საკუთარი თავის ხელახლა პოვნის ამბავი.
 
„მოგზაურობა ჩარლისთან ერთად, ამერიკის საპოვნელად“ 1962 წელს გამოქვეყნდა, წიგნი სტაინბეკის მოგზაურობის მემუარებია. ერთ დღეს მწერალი გადაწყვეტს ახლიდან აღმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა და თავის პუდელთან, ჩარლისთან ერთად ამერიკის გარშემო დიდ მოგზაურობას იწყებს. ეს მოგზაურობა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ამერიკული ცხოვრების, იდენტობის, კულტურის ღრმა და საინტერესო კვლევას წარმოადგენს, ეს წიგნი არის მწერლისეული დაკვირვება საკუთარი ქვეყნის წარსულსა და აწმყოზე.
 
მოგზაურობა ხანგრძლივი და უმისამართოა და ის, რაც წინასწარ განსაზღვრული ან დაგეგმილია, ვერასდროს სრულდება. მწერალი თვეების განმავლობაში შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში გადასვლისას უამრავ რამეს აღმოაჩენს, ხოლო ის, რაც კარგად ნაცნობი ეგონა, აღმოჩნდება, რომ სრულიადაც გაუცხოებული და ფერშეცვლილია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საზოგადოების ინდიფერენტულობა, უიმედობა და ხანდახან უნდობლობაც კი, რომელიც ხშირად რასასთან, პოლიტიკასთან და სოციალურ დაყოფასთან დაკავშირებულ საკითხებთან იგივდება.
 
სტაინბეკის თქმით, მან ნამდვილად არ იცოდა რას ეძებდა და არც იმაში იყო დარწმუნებული, ამ მოგზაურობის შედეგად რა იპოვა, თუმცა ეს წიგნი მკითხველს 60-იანი წლების სრულიად განსხვავებულ ამერიკასა და ამერიკულ საზოგადოებას ნამდვილად აღმოაჩენინებს.
 
ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ

ავტორის წიგნები
ვრცლად