arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მხოლობითი რიცხვი
მხოლობითი რიცხვი
ISBN:
978-9941-31-831-3
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
104
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


„რთულია, ერთი წიგნის ამბავი ორ აბზაცში ჩაატიო და მკითხველიც დააჯერო, რომ წიგნს გულგრილად არ ჩაუაროს. მით უფრო, როცა ეს წიგნი პოეზიაა. „მხოლობითი რიცხვი“ ძალიან ჰგავს ავტორს. თამთა დოლიძე მხოლობითი რიცხვის პოეტია. ტექსტებთან მიმართებაში, თითქოს „ჩამოვწერეთ“ სიტყვა – გულწრფელობა, მაგრამ თავად პოეზიამ შეინარჩუნა ამ ალალ-მართალი მდგომარეობის აუცილებლობა და გულის ამაჩქროლებელი ამბის მოთხოვნილებაც. თუმცა, ამ მდგომარეობასა და ბანალურობას შორის ძალიან მყიფე და სახიფათო საზღვარია. როგორც უკვე გითხარით, თამთა მხოლობითი რიცხვის პოეტია და მის ლექსებში არსად იგრძნობა დარიჩინის ზედმეტი გემო და სურნელი.
 
ამ წიგნში ბევრი რამ იქცევს ყურადღებას. ავტორი ახერხებს ერთდროულად იყოს ნაცნობიც და მოულოდნელიც. ის არაფერს ამტკიცებს, არც მორალისტია, არც ვინმეს გაკეთილშობილება დაუსახავს მიზნად. რაც დაინახა და იგრძნო, ცდილობს, კარგი პოეზიით გვითხრას. წერს იმაზე, რასაც ადამიანები ვერ ვაგვარებთ ერთმანეთთან, ვერ ვეგუებით, რაც გამოვცადეთ, რის გაზიარებაც მკითხველისთვის მოგვინდა პირდაპირ თუ ირიბად. კითხულობ და გჯერა, გრძნობ და გესმის, მის პოეზიას ენდობი. ეს თამთა დოლიძის პოეზიის უპირატესობაა.“ – ნატო ინგოროყვა

ავტორის წიგნები
ვრცლად