arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ის, რაც ეთერში არ მითქვამს
ის, რაც ეთერში არ მითქვამს
ISBN:
978-9941-31-847-4
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
160
ფორმატი:
12.5x19
ყდა:
რბილი
ფასი:
19.95


„რა არის შენთვის სამშობლო?“ გვეკითხებოდნენ სკოლაში და თემებსაც გვაწერინებდნენ პატრიოტულ მოტივებზე. მაშინ რა ვიცოდი, რა იყო სამშობლო ან რისთვის უნდა შემედარებინა, როცა სხვა არაფერი მქონდა ნანახი. სამაგიეროდ ახლა ზუსტად ვიცი, რომ სამშობლო მიწის ის ნაგლეჯია, რომელზეც შენი სურვილით არ დაბადებულხარ, მაგრამ იქ დამხვდურებმა – ბებია, ბაბუა, მამიდა, ბიძა, დეიდა რომ ჰქვიათ, იმდენი სიყვარული დაგაბერტყეს თავზე, რომ სხვაგან, ბევრად უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს პირობებში მცხოვრებს, გული არ გიდგება და მხოლოდ იმ ქუჩებში ხარ ბედნიერი, მათთან ერთად რომ დააბიჯებდი ხელჩაკიდებული; მათ ნაცხოვრებ სახლთან ჩავლისას გული რომ ყელთან მოგებჯინება და, თუმცა აღარსად გელოდებიან, მაინც რომ ვერ შორდები ქალაქს, სადაც მათი ხელშენავლები ერთი ნივთი მაინც გეგულება.
 
ეს წიგნი ჩემს თაობას იმ სამშობლოს გაახსენებს, საბჭოთა კავშირის თხუთმეტ რესპუბლიკას შორის რომ იყო იძულებით გამოკეტილი; 90-იანების არეულ, ომგამოვლილ და გაღატაკებულ სამშობლოსაც, უკვე დამოუკიდებელს, მაგრამ ჩაბნელებულსა და ნავთის ქურებით გამთბარს, რომელშიც, გაჭირვების მიუხედავად, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი და მომავალს იმედის თვალით ვუყურებდით. და თუ ჩემი მოგონებების წაკითხვისას ნოსტალგიის თბილი ნიავი თქვენს ბედნიერ ბავშვობაში დაგაბრუნებთ, ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიშრომია.“ – თეა გვასალია

ავტორის წიგნები
ვრცლად