arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მარტი, N17, 2025
მარტი, N17, 2025
ISBN:
9771512444026
კატეგორია:
ჟურნალი „ქართული მწერლობა“
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
21x29.5
ყდა:
რბილი
ფასი:
6.00


▪️ სისტემა/1
 
უფუნქციო ფუნქციონერები. ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, მაგრამ არაფერს ამბობენ. ამომრჩევლები ხმას აძლევენ, თუმცა ვერავის ირჩევენ. სადეზინფორმაციო საინფორმაციო საშუალებები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესწავლილი სიბეცე. დანაშაულის მსხვერპლს მოსამართლეები ასამართლებენ. თანამემამულეთა წინააღმდეგ ომში ჩაბმული სამხედროები. პოლიცია იმდენ კრიმინალს სჩადის, მის წინააღმდეგ საბრძოლველად დრო აღარ რჩება. ზარალი ყველაზე თანაბრად ნაწილდება, მოგება – მხოლოდ ერთეულებზე. ფული კაცზე თავისუფალია. ნივთების სამსახურში ჩამდგარი ადამიანები.
 
▪️ სისტემა/2
 
ამ საბრალო, პატარა ცხოველებზე მეტი კაცობრიობისთვის არავის არაფერი უსწავლებია: ქამელეონთა დროებაა დამდგარი. იქ, სადაც შენიღბვის კულტურა მთავარი კულტია, ყველას კულტურულს ეძახიან, ვინც სიმართლეს მალავს ოკულტისტურად. ორსახოვანი მეტყველებით იწონებენ თავს გარდასახვის ოსტატები. ენა გაორებულია, ორმაგია ბუღალტერია, მორალიც ორმაგია: ერთით საუბრობენ, მეორით ქმედებენ. სამოქმედო მორალს უწოდეს რეალიზმი. ამ რეალობასა და ძალაუფლებას კანონი ერთი აქვს. იმისათვის, რომ მათ რეალობას არ გაუქარწყლდეს უტყუარობა, ვინც გვმართავს, თან ჩაგვჩიჩინებს, მორალი ვაქციოთ ამორალურად.
 
▪️ სისტემა/3
ამ ხანაში თუ არ იმარჯვე, ვერ გადარჩები. გაიძულებენ, არჩევანი გააკეთო – მჩაგვრელი იქნები თუ ჩაგრული, მატყუარა თუ მოტყუებული. დღეს გამუდმებით გაისმის ფრაზები: აბა, რა ჩემი საქმეა? ვერაფერს შეცვლი, სჯობს არ ჩაერიო. ყველამ თავის თავს მიხედოს, თავი გადაირჩინოს. ცრუთა დროება დამდგარა: პროდუქცია უხარისხოა, ნაწარმი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, სამუშაო უვარგისია. რიო-დე-ლა-პლატაში სულელს ვეძახით გულს. იმიტომ არა, რომ სიყვარული შეუძლია. ასე ვეძახით, რადგან სულელივით ბევრს მუშაობს უანგარიშოდ.
 
რედაქტორებისგან / ედუარდო გალეანო /1940-2015/ – „სისტემა“ /1989/ ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ხუსკივაძემ
 
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
 
  • „თარგმნის პროცესში პასუხისმგებლობაზე ნაკლებად ვფიქრობ“ | ინტერვიუ ანა კოპალიანთან (ესაუბრა თინათინ ჭავჭანიძე)
  • ზვიად ცეცხლაძე, ზვიად გამსახურდიას ფენომენი
  • სოფიკო კვანტალიანი, მკვლელობა კაფკას მოტივებზე და სხვა
  • ნათია კაპანაძე, ლექსები
  • ნათო ყიფიანი, ჩემი ნაკლიანი პერსონაჟები
  • ნეკა ნათელაშვილი, ლექსები
  • დავით ჭკუასელი, მოგონება (ნოველა)
  • ხვიჩა ყალაბეგაშვილი, ლინჩი (მოთხრობა)
  • დალილა გოგია, ლესია უკრაინკა – ახლად აღმოჩენილი პოეტის პორტრეტი
  • ჯენეტ ფრეიმი, ჯოჯო არაა ადამიანი | ინგლისურიდან თარგმნა ია ჯეჯელავამ
  • ახალი ბერძნული პოეზია | თარგმანები | ახალი ბერძნულიდან თარგმნა ალექსანდრე ჯინჭარაძემ
  • ალექს ჩიღვინაძე, ამ რეცენზიის ბოლოს შენ იტირებ (ზაზა კოშკაძის შესახებ)
  • იულიან ტუვიმი, ორთქლმავალი | პოლონურიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა | პწკარედი ქეთი ქანთარიასი
  • გარეკანის ბოლო გვერდზე: დათო გორგილაძის მინიატურები
 
გარეკანზე: ანა კოპალიანი / ნანო პაჭკორიას ფოტო