arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მკვდრის მზე
მკვდრის მზე
ISBN:
978-9941-31-835-1
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
256
ფორმატი:
12.5x19
ყდა:
რბილი
ფასი:
19.95


გიორგი შატბერაშვილი (1910-1965 წწ.) მეოცე საუკუნის გამორჩეული ავტორია. წერდა ლექსებს, პიესებს, მოთხრობებს, საბავშვო პროზას, მასვე ეკუთვნის ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ჩანაწერებიც, რომლებიც „თვალადური ქართულის ჭაშნიკშია“ გაერთიანებული. 30-იანი წლების რეპრესიებს ვერც ის გადაურჩა და მხოლოდ 50-იან წლებში იქნა რეაბილიტირებული. „მკვდრის მზე“ გიორგი შატბერაშვილმა 1959 წელს დაწერა და ეს მოთხრობა მისი შემოქმედების გვირგვინად ითვლება დღემდე.
 
„ყველა, ვინც ლიტერატურას არა მხოლოდ ტვინით, გულითაც ცდილობს, ჩასწვდეს, ადვილად მიხვდება: მწერალს, რომელიც ახერხებს, ასე ბუნებრივად და დამაჯერებლად შეახვედროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქის პერსონაჟები, ასე გულწრფელად გაესაუბროს მათ, საჯილდაო სიტყვის ლოდი არათუ ადგილიდან დაძრული, უკვე, სულ ცოტა, მკერდამდე მაინც აქვს ატანილი... ეს იმდენად აშკარაა, რომ თითქმის ყველა ავტორი, ვისაც კი გიორგი შატბერაშვილის შესახებ დაუწერია რამე, თავს მოვალედ თვლის, იგი „ლოდის ამწევად“ მოიხსენიოს.
 
უწინარეს ყოვლისა, საჭიროა აღინიშნოს მოთხრობის უნაკლო, დარბაისლური ქართული, რომელიც, ამავე დროს, დიალექტური სურნელით არის გაჟღენთილი, მაგრამ ეს ისეთი ოსტატობით არის გაკეთებული, რომ ტექსტში დიალექტიზმები რაღაცით გამორჩეულ, მარკირებულ ელემენტებად არ აღიქმება. მათი არსებობა თითქმის არც კი იგრძნობა.
 
მთელ მოთხრობაში, მთელ მის სივრცეში გამუდმებით იგრძნობა სიკვდილისა და სიცოცხლის განუყოფლობა, მათი ორგანული მთლიანობა – სიკვდილ-სიცოცხლის ეს ერთიანობა ჩანს ყველაფერში“. – ზაზა კვერცხიშვილი