arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ჩემი ცხოვრების ამბავი
ჩემი ცხოვრების ამბავი
ISBN:
978-9941-446-79-5
კატეგორია:
ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:
196
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
11.00


გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა

 

1908 წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში მიენიჭა რუდოლფ ოიკენს. ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო არა მწერალმა, არამედ ფილოსოფოსმა.

 

„ჩემი მოგონებები ცხოვრების გაუფასურების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გიამბობთ. გაუფასურება შეზღუდვა არ არის და არც რომელიმე ერთი ხალხის ბრალია, ის მთლიანად კაცობრიობას ეხება და ძირეულ ცვლილებას სწორედ მისგან ითხოვს. აქედან გამომდინარე პრობლემები თავიანთი ინდივიდუალური შეფერილობით ჩემი ცხოვრების ფონს ქმნიან, ამიტომ ამ გადასახედიდან ისიც კი მნიშვნელობას იძენს, რაც ამ ურთიერთკავშირის გარეშე უმნიშვნელო გამოჩნდებოდა.

 

ვინც იზიარებს სულიერი რეფორმაციის აუცილებლობის იდეას, ის მეგობრულად მიადევნებს თვალს ჩემი ცხოვრების გახსენების მორიდებულ მცდელობებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ინდივიდის შთაბეჭდილებები, ის მთელი გერმანელი ხალხისა და მთლიანად კაცობრიობის შთაბეჭდილებებსა და განცდებსაც შეიცავს. საქმისთვის მეტად ხელსაყრელია ის ფაქტი, რომ ამ მოვლენებისთვის თვალყურის დევნება შედარებით მყუდრო ადგილიდან შემეძლო“.
(ავტორის წინასიტყვაობიდან)


 


ავტორის წიგნები
ვრცლად