arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ფიზიკა IX კლასი
ფიზიკა IX კლასი
ISBN:
978-9941-439-65-0
კატეგორია:
ფიზიკა
გვერდები:
192
ფორმატი:
20x28
ყდა:
რბილი
ფასი:
10.00


ფიზიკის სახელმძღვანელოს დანიშნულება და მიზანია პროგრამით გათვალისწინებული შინაარსის ათვისების პროცესში მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ. განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები. მოსწავლე მიაჩვიოს ფიქრს და აზროვნებას, ჩამოუყალიბოს საკუთარი აზრის გამოხატვის, სხვისი მოსმენისა და ჯგუფური მუშაობის ჩვევები. გაუმახვილოს დაკვირვების, აღქმისა და წარმოსახვის უნარი. ასწავლოს სხვისი აზრის გათვალისწინება და პატივისცემა.

 

მიზნის მიღწევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმძღვანელოს სტრუქტურას, შინაარსს და მეთოდიკას. წიგნი იმგვარად არის აგებული, რომ ცნებები, კანონები, დებულებები პირდაპირ კი არ შემოაქვთ ავტორებს, არამედ ცდებით, დაკვირვებით, შემჩნეული მოვლენების ანალიზით გამოაქვთ დასკვნები.

 

ფიზიკის სასკოლო სახელმძღვანელოსთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ მასწავლებლის წიგნი (ISBN 978-9941-439-39-1; 484 გვ. 6 ლარი), სამუშაო რვეული (ISBN 978-9941-439-69-8; 128 გვ. 4 ლარი) და ამოცანათა კრებული (ISBN 978-9941-440-31-1; 176 გვ. 4.2 ლარი).

 

მასწავლებლის წიგნში მოცემულია დამატებითი მასალა, სავარჯიშოები, განხილულია აქტივობების მიზანი, დანიშნულება, სავარაუდო და სწორი პასუხები.

 

მოსწავლეს დავალებების კრებულში გამზადებული აქვს შინ სამუშაო მასალა. რვეულში ადვილად გაარჩევთ, სად მთავრდება საკლასო და იწყება შინ სამუშაო.