arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
იავნანა კაცებისთვის
იავნანა კაცებისთვის
ISBN:
978-9941-458-50-7
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
232
ფორმატი:
14.5x18.5
ყდა:
მაგარი
ფასი:
15.00


ყიდვა

„წუხელის მოვრჩი ღმერთგახდილი და გულ(გ)ახდილი პოეტის კატო ჯავახიშვილის ახალი წიგნის ხელნაწერის კითხვას, რაც მთელი კვირის უძილობად დამიჯდა! არადა, წიგნს იავნანა გვიქვია, იავნანა კაცებისთვის. იავნანა იმად მოიგონეს, რომ ძილი მოჰგვაროს ადამიანს, თუნდაც კაცს, კატოს იავნანა კი აღვიძებს, აფხიზლებს და ძილს უფრთხობს მკითხველს, მეტადრე – მამაკაცს, უფრო მეტადრე – თავმოყვარეს, კიდევ უფრო მეტადრე – პოეტს. მე, როგორც ავტორის მიერ ამ წიგნის რედაქტორად გამორჩეულმა (ერთ-ერთმა) პირველმა მკითხველმა, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ეს წიგნი ყველა თავმოყვარე მამაკაცმა პოეტმა უნდა წაიკითხოს.

არათავმოყვარემ და არაპოეტმა – მითუმეტეს.
არც ქალებს აწყენთ, სხვათა შორის.
ბავშვები? ბავშვები არა, ბავშვებისთვის ჯერ ადრეა.

ქატო იქა, კატო აქა“. (პაატა ნაცვლიშვილი)
 

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად