arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
შვიდი დღე მარადისობისთვის
შვიდი დღე მარადისობისთვის
ISBN:
978-9941-454-53-0
კატეგორია:
ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:
244
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
10.50


თარგმნა მარიამ წიკლაურმა

ახალბერძნულიდან ბწკარედული თარგმანი, წინასიტყვაობა და შენიშვნები მაია კაკაშვილისა


ოდისეას ელიტისი (1911-1996) ეგეოსის ზღვის პოეტი მეორე ბერძენი ნობელიანტია ლიტერატურაში.

პოემა გმირული და ელეგიური ქებათა ქება ალბანიის დაღუპულ ლეიტენანტს (1943) ომისდროინდელი ბერძენი ახალგაზრდობის ერთგვარ პოეტურ ჰიმნად იქცა. იგი ქართველთათვის კარგად ცნობილმა კომპოზიტორმა მიკის თეოდორაკისმა ლიბრეტოდ გამოიყენა მუსიკალური ნაწარმოებისათვის.

ქმნილება ღირს არს (1959) – სულიერი ავტობიოგრაფიაა პროზად და ლექსად.

1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პოეტი პროტესტის ნიშნად ორი წლით ნებაყოფლობით გადასახლდა საფრანგეთში. სიცოცხლეშივე აღიარებული მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი თავის ლექსებში შეგნებულად უგულებელყოფდა სასვენ ნიშნებს.

ელიტისს სწამდა, რომ არსებობს ეროვნული თავისებურებები, რომელთაც შეუძლიათ გაამდიდრონ მსოფლიო სული.

მეორე მისი გატაცება მხატვრობა იყო. საკუთარ წიგნებს მხატვრულად თვითონ აფორმებდა.

 


ავტორის წიგნები
ვრცლად