უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში
- ISBN:
- 978-9941-454-84-4
- კატეგორია:
- პავიჩი ქართულად
- გვერდები:
- 144
- ფორმატი:
- 14.8x21
- ყდა:
- რბილი
- ფასი:
- 10.40

თარგმნა ელზა მეტრეველმა
„– თქვენ, ადამიანებს, არ გეხერხებათ საკუთარი დღეების გაზომვა. ზომავთ მხოლოდ მათ სიგრძეს და ამბობთ, რომ დღე 24 საათს გრძელდება. არადა, თქვენს დღეებს ზოგჯერ სიღრმეც აქვთ, თანაც უფრო დიდი, ვიდრე სიგრძე, და ამ სიღრმეს შეუძლია გაუტოლდეს დღის სიგრძის თვესა და წელსაც კი. ამის გამოა, რომ არ ძალგიძთ, თვალი გაადევნოთ საკუთარ სიცოცხლეს, სიკვდილზე რომ აღარაფერი ვთქვათ...“
უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში – ეს არის რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე, ადამიანებზე, რომელთა სახეც „სუნთქავს – ის ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს დროს“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მილორად პავიჩის წიგნი ტაროს კარტზე დაფუძნებული მკითხაობის სახელმძღვანელოა, მაგრამ როგორც პავიჩი ამბობს, რომანი წიგნის გმირთა მომავალს კი არ განჭვრეტს, არამედ მკითხველისას. სწორედ მკითხველს აქვს ის რამდენიმე გასაღები, რომლითაც რომანის გმირების ბედ-იღბალი იხსნება. პავიჩის გმირებს უყვართ, სძულთ, იბრძვიან, მარცხდებიან, იმარჯვებენ მანამ სანამ „ქვა გაილახება და ქარი წონაში მოიმატებს“. თხრობა და კარტების განლაგება თანმიმდევრულია, სწორედ ეს განსაზღვრავს რომანის ფორმის ორიგინალურობას.