arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
სისულელის ტრაქტატი
სისულელის ტრაქტატი
ISBN:
978-9941-458-65-1
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
74
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
4.85


რა არის ეს – დღიურები? ჩანაწერები? მემუარები ხომ არა და არა... ალბათ, უფრო – იმ წუთების, დღეების, იმ დროის მოხელთება, რომელმაც ცხოვრება, თავისი სირთულეების მიუხედავად, მაინც სამუდამოდ დაამშვენა და რომელსაც ახლა წარსული ჰქვია. ამ კრებულში იმ დროის ამბავია, რომელშიც, როგორც თავად ავტორი ამბობს: „სამუდამოდ დამთავრდა რაღაც“.

 

90-იანების მცხუნვარე სევდა – თავისი განუმეორებელი ადამიანებით, მოვლენებით, ისტორიებით; ბავშვობის მძაფრი შთაბეჭდილებები – მომდევნო წლების მსაჯულები; სიყვარულის ამბები – ყველაზე „კაცური“ საქციელებითა და დიდი ნაღველით – ამ ყველაფერს, არ დაგავიწყდეთ – პოეტი ყვება, ვისი ცხოვრებაც წარმოუდგენლად ჰგავს თავისივე პოეზიას და, პირიქით. ეს მსგავსება წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.