arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე
მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე
ISBN:
978-9941-458-64-4
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
196
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
მაგარი
ფასი:
15.00


ყიდვა

მარიკა ბაკურაძესთან ერთად

 

ეს წიგნი იმ ემიგრანტის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებია, ოცი წლის წინ რომ დატოვა საქართველო და ევროპაში იპოვა თავისი ადგილიც და როლიც.

იმ სუპერპოპულარული მსახიობის ამბავი, რომლის სახელსაც არა მხოლოდ ტიტრებში და თეატრალურ აფიშებზე, არამედ თბილისურ კორპუსებზეც აწერდნენ ყველას დასანახად მისი თაყვანისმცემლები.

 

იმ ბავშვის თავგადასავალია, ერთი სოფლიდან მეორისკენ მიმავალს რომ შემოაღამდება და ბნელ გზას გულთან მიხუტებული ქათმის დახმარებით დაძლევს.


და შემდეგ – ტყვიების წვიმაში მოხვედრილი კაცის განცდები, რომელსაც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის სახლამდე მისასვლელ ძალას მკერდზე მიკრული, ახალგამომცხვარი პური აძლევს.


ეს წიგნი იმ თეთრკანიანის შთაბეჭდილებებიცაა, აფრიკელებს რომ თავიდან ჯეკი – ტიპური დამპყრობელი – ეგონათ, მერე კი ისიც მათსავით ყოფილი კოლონიის შვილი აღმოჩნდა.


ყოველდღიური შეგრძნებები იმ ტიპის ცხოვრებიდან, რომელსაც ჰამლეტისა და ჰოლდენ კოლფილდის როლების შესრულება ეოცნებება და ქუჩაში ამ პერსონაჟების მარადიულ შეკითხვებზე ფიქრით ხეტიალი შეუძლია.


ცოტ-ცოტა ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ მაინც მერაბ ნინიძის შესაშური გულწრფელობაა, რაც ამ წიგნში შესულ ყველა ამბავს და ეპიზოდს სანდო, საინტერესო და განუმეორებელ საკითხავად აქცევს.

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად