arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
თმენის საზღვარი
თმენის საზღვარი
ISBN:
978-9941-47-43-1
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
100
ფორმატი:
13.5x20
ყდა:
რბილი
ფასი:
8.00


ყიდვა
თამაზ ხარაიშვილის არაერთ ლექსს სტუდენტობის დროიდან ვიცნობ. ამ ლექსებში მე ვხედავ ავტორის ხასიათის და სულიერი წყობის ისეთი თვისებების ანარეკლს, რომლებიც ჩემთვის ძვირფასი იყო და არის. შინაგანი, ზოგჯერ განგებ დაფარული სილბო და ლირიზმი, ტკივილის ღრმად განცდის და ამ ტკივილის მოფრთხილების, შენახვის ნიჭი, ამასთანავე არტისტიზმი, მოხდენილი, სიმძიმის შემამსუბუქებელი ფორმის სიყვარული, სულის სიმხნევე... მე ვფიქრობ, რომ ეს თვისებები თამაზ ხარაიშვილის ლექსებში ისეა პოეტურად გარდასახული და ხორცშესხმული, რომ მკითხველი იგრძნობს მათ მიმზიდველობას.
 
თამაზ ხარაიშვილისათვის ლირიკული თვითგამოხატვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება შინაგანი დიალოგია – დრამატული და ფიქრით დატვირთული დიალოგი, ფიქრს კი წარმართავს ყოფნის წარმავლობაში საკუთარი ჭეშმარიტი და მყარი სულიერი სახის დადგენის ორგანული მოთხოვნილება.
 
თამაზ ხარაიშვილი მგრძნობიარეა სიტყვის ხიბლის მიმართ, მას აქვს მიდრეკილება სიძველის ელფერით აღბეჭდილი მეტყველებისადმი, საერთოდ ტრადიციული ფორმებისადმი, მაგრამ მათში ცოცხალ, ამგვარი ფორმების გამაახლებელ განცდას მოაქცევს... (თამაზ ვასაძე)
ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად