arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ყველაზე შორეული ზურგი
ყველაზე შორეული ზურგი
ISBN:
978-9941-470-85-1
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
338
ფორმატი:
A5
ყდა:
რბილი
ფასი:
12.00


ყიდვა
რუსულიდან თარგმნა ზურაბ ქართველაძემ
 
რუსულენოვანი ებრაელი მწერლის, ალექსანდრ ლევკოვსკის დოკუმენტური რომანი „ყველაზე შორეული ზურგი“ მოგვითხრობს 1943 წლის ზაფხულის მღელვარე პერიოდზე. რომანის მოქმედება სსრკ-ში, ჩინეთში, ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთსა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე ვითარდება.
 
ქართველი მკითხველისათვის საინტერესო იქნება ნაკლებად ცნობილი „თჰე Lენდ-Lეასე“-ის პროექტის გაცნობა, რომლის მიხედვითაც ამერიკამ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი 11 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო მასალებითა და სურსათით მოამარაგა. მწერალი წიგნში იძიებს, თუ სად მიდიოდა ეს ფული და როგორ განკარგავდნენ ადამიანთა ბედს დედამიწის ორივე ნახევარსფეროს მსოფლიო მმართველები.
 
წიგნის მთავარი მოქმედი პირია რუსული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი ალექს გრინი (გრინევსკი), რომელიც გამოძიების პროცესში იღებს ინტერვიუებს მაო ძედუნთან, რიბენტროპთან, დოლორეს იბარურისთან, ლეონ ბლიუმთან. იგი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს ხელისუფალთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოაშკარავებას... 
 

ავტორის წიგნები
ვრცლად