arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ფიჭვები უდაბნოში
ფიჭვები უდაბნოში
ISBN:
978-9941-470-78-3
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
376
ფორმატი:
A5
ყდა:
რბილი
ფასი:
15.00


ყიდვა

„ფიჭვები უდაბნოში“ მაკა ჯოხაძის მოთხრობების კრებულია, რომელიც, მრავალფეროვანი თემატიკის, სიუჟეტების და პერსონაჟების მიუხედავად, მაინც ერთ მთლიან ტექსტად აღიქმება, ერთი რომანივით იკითხება. 


ამ განწყობას, შესაძლოა, ის ბიბლიური ატმოსფერო ქმნის, რომლითაც ეს მოთხრობებია გამსჭვალული – სწორედ ეს ატმოსფეროა ის თავდაპირველი სივრცეც, განზომილებაც, გნებავთ – სამშობლოც, სადაც ალუზიებით თუ თანამედროვე კონტექსტით სავსე ამბები ხდება. 
 


ადამიანური რწმენა და მისი საზღვრები, დაცემისა და აღდგომის მისტერიები, სიყვარულის მუდმივი პარადიგმა, ბუნების – როგორც სამყაროს მთლიანობის გაკვეთილები – ეს იმ აქცენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზე ფიქრიც მოუწევს მკითხველს, მით უფრო, თუ უკვე იცნობს მაკა ჯოხაძის მხატვრულ და პუბლიცისტურ შემოქმედებას და აქვს მზაობა და მოლოდინი გამორჩეულად ღრმა და ინტელექტუალურ მხატვრულ სამყაროში სულიერი ხეტიალისთვის.

 

ამ კრებულში, კარგი ლიტერატურით მოგვრილ სიამოვნებასთან ერთად, ადამიანური ნუგეშის ძალასაც იგრძნობთ – ლამის დავიწყებულ, ბუნებრივ და ძველისძველ ძალას, რომლის გამოც ყველა უდაბნო მასშივე დანახული ფიჭვების გამოა გასაძლები.

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად