arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
100 ლექსი
100 ლექსი
ISBN:
978-9941-440-38-0
კატეგორია:
100 ლექსი
გვერდები:
160
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
5.40


ბევრს მოუსმენია, ბევრმა ზეპირადაც იცის ქართული ხალხური სიტყვიერების მარგალიტი – „ლექსო, ამოგთქომ, ოხერო“, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი ავტორია ფშაველი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენება, ისევე, როგორც თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, სასტიკად იყო აკრძალული. ხალხში გავრცელებული მისი რამდენიმე ლექსი, მთქმელის დაუსახელებლად და დიდი ხიფათის ფასად შეჰქონდათ ფოლკლორისტებს ხალხური პოეზიის კრებულებში.

 

მიხა ხელაშვილის „ლექსო, ამოგთქომ“ პირველად ვახტანგ კოტეტიშვილმა შეიტანა 1934 წელს გამოცემულ „ხალხურ პოეზიაში“. ლექსი მისთვის თავის სტუდენტს, ვანო ხორნაულს მიუწოდებია. ავტორის დასახელება კი იმ დროს არ შეიძლებოდა, თვით ლექსის კრებულში შეტანაც დიდ გაბედულებას მოითხოვდა.

 

მიხა ხელაშვილი 1925 წლის 25 იანვარს მოკლეს, რა დღესაც მას 25 წელი შეუსრულდა.