arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
გარდავედ, მოსე
გარდავედ, მოსე
ISBN:
ინფორმაცია არ არის
კატეგორია:
ახალი თარგმანები, „ინტელექტი“ 25 წლისაა
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
A5
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


„გარდავედ, მოსე“ (1942) უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. ავტორი რომანში შინაგან მონოლოგსაც მიმართავს და ცნობიერების ნაკადსაც, წინადადების სტრუქტურასაც არღვევს და პუნქტუაციასაც უგულებელყოფს, თუმცა კი მასში იუმორიც უხვადაა და სატირაც, უაღრესად დრამატულსა და ტრაგიკულ პასაჟებთან ერთად. 

 

რომანში ადამიანისთვის უმთავრესი საკითხების ფონზეა თხრობა გაშლილი: ადამიანი, მიწა, ბუნება, ღმერთი. წიგნის სტრუქტურაა მაკქასლინების ოჯახის გენეალოგია, ყველაზე ჩახლართული საოჯახო ხე იოკნაპატოფას ოლქში.
 


რომანის უმთავრესი ნაწილი, ნოველა „დათვი“, ყველაზე ადრე ითარგმნა და გამოიცა. მაგრამ მას აკლდა უმთავრესი ნაწილი, მეოთხე თავი, ურომლისოდაც ის მხოლოდ სანადირო მოთხრობად დარჩებოდა. „დათვის“ მეოთხე თავი არა მხოლოდ ამ ნოველის, არამედ მთელი რომანის გასაღებია, ამიტომაც ხელახლა ითარგმნა, რომ სტილისტური მთლიანობა არ დარღვეულიყო.
 


▪️ ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა.