arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
წერტილის შემდეგ
წერტილის შემდეგ
ISBN:
978-9941-31-037-9
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
88
ფორმატი:
14.5X18
ყდა:
რბილი
ფასი:
9.95


ყიდვა
წიგნისათვის ავტორს 2019-2020 წლებში გადაეცა ორი ლიტერატურული პრემია – „ლიტერა“ და „წინანდალი“ წლის საუკეთესო დებიუტისა და პოეზიის ნომინაციებში.
 
„ქართულ პოეზიაში ყოველთვის იყო გადამწყვეტი ეტაპები და ეს ეტაპები ადრე თუ გვიან აუცილებლად სრულდება, როდესაც ესა თუ ის თემები, სალექსო ფორმები, სინტაქსი საკუთარ თავს იმდენად ამოწურავს, რომ მიისწრაფვის იდეალურისკენ. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიმუში არის ზაზა თვარაძის პოემა „მხიარული ლანდები“, სადაც ავტორი 80-იანი წლების ერთგვარ რეზიუმეს აკეთებს და ქმნის იდეალურ ტექსტს იმ ლექსწყობით, იმ სინტაქსით და სულიერი სიღრმეების ძიების მეთოდებით, რომელიც 80-იან წლებში იყო აქტუალური. ამ პოემაში ცოცხლდებიან თამაზ ბაძაღუას, დავით მჭედლურის, ბადრი გუგუშვილის ტექსტები. სწორედ ასევე ნინი
ელიაშვილის წიგნში ცოცხლდებიან თავად ზაზა თვარაძე და 90-იანი წლების სხვა მნიშვნელოვანი პოეტები (ჯერაც ცოცხლებიც).
 
 
წიგნის შინაარსს, ერთგვარი წვეთის ფორმა აქვს. დასაწყისიდან უკანასკნელ სივრცეებამდე, მრავალხმიანი სიმღერასავით, იგი ჰარმონიულად მდიდრდება პოეტური სამკაულებით და ბოლოსკენ სიმფონიურ ჟღერადობას აღწევს. იმედია, ქართული ლიტერატურული საზოგადოება ღირსეულად დააფასებს დებიუტანტი პოეტის ამ კონცეპტუალურ ქმნილებას და დროთა განმავლობაში ის უამრავი ადამიანის საყვარელ წიგნად იქცევა.
მე ვარ ძალიან ბედნიერი, თუნდაც ამ მცირე წინასიტყვაობის გამო და ვგრძნობ სრულ პასუხისმგებლობას ყველა იმ სიტყვაზე, რომელიც ჩემმა დიდმა თაობამ ლექსად დაწერა.“ (შალვა ბაკურაძის ბოლოსიტყვაობიდან)
ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად