arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
შენ – მაიაკოვსკი
შენ – მაიაკოვსკი
ISBN:
9789941310478
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
100
ფორმატი:
A5
ყდა:
რბილი
ფასი:
9.95


ყიდვა

ძიტი მაძია (დაბ. 1961) ცნობილი ჩინელი პოეტი, მხატვარი და კალიგრაფია. ის წარმოშობით ეკუთვნის ნუოსუს (სხვანაირად, ი-ს) ხალხს, რომელიც ძირითადად ცხოვრობს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის, გუიჯოუს და იუნანის პროვინციებში. ნუოსუს ხალხის რაოდენობა დაახლოებით 7-8 მილიონია. მათ აქვთ უძველესი საკუთარი ენა და დამწერლობა, რომელიც ეკუთვნის ტიბეტურ-ბირმულ ოჯახს. ძიტი მაძია წერს ჩინურ ენაზე, მაგრამ საკუთარ ლექსებში იყენებს ნუოსუს მითოლოგიას და ფოლკლორს, ყვება მათ ისტორიას, აღწერს ყოფას და ზნე-ჩვეულებებს.

 

მისი პირველი პოეტური კრებული ქართულად გამოიცა 2017 წელს, სახელწოდებით „ნუოსუს სიმღერები (გამომცემლობა „საუნჯე“) და ასევე შოთა იათაშვილის მიერ ნათარგმნ 80-ზე მეტ ლექსს იტევს. წინამდებარე კრებული კი „ნუოსუს სიმღერებისგან“ ხასიათით ფრიად განსხვავებულია: მასში ამჯერად ავტორის სამი პოემა – სამი მნიშვნელოვანი, საეტაპო ტექსტია შესული და ეს ნაწარმოებები მისი პოეტური ესთეტიკისა და თემატიკის მრავალფეროვნებას ახალი, საინტერესო კუთხით გვაჩვენებს.

 

ქართულ ენაზე გადმოტანილია შოთა იათაშვილის მიერ
რედაქტორ-სინოლოგი: ალექსანდრა ლატარია

 


ავტორის წიგნები
ვრცლად