arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
უსურვილო უბედურება
უსურვილო უბედურება
ISBN:
978-9941-311-78-9
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
94
ფორმატი:
12.50X19
ყდა:
რბილი
ფასი:
11.50


ყიდვა

პეტერ ჰანდკე – ავსტრიელი მწერალი, დაიბადა 1942 წლის 6 დეკემბერს გრიფენში. უკიდურესად შეჭირვებული ბავშვობა გაატარა იუგოსლავია-სლოვენიის საზღვართან ახლოს. სწავლობდა სამართალმცოდნეობას გრაცში. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, მათ შორის: გერჰარტ ჰაუპტმანის პრემია (1967), შილერის პრემია (1973), გეორგ ბიუხნერის პრემია (1973), 2019 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.
 

„უსურვილო უბედურება“1972 წელს გამოიცა და მასში მწერლის დედის ცხოვრება და მისი ტრაგიკული აღსასრულია გადმოცემული.
 

მოთხრობის სათაური „უსურვილო უბედურება“ ("Wunschloses Unglück") პერიფრაზია გერმანული გამოთქმისა „უსურვილო ბედნიერება“(Wunschloses Glück), რაც უმაღლეს ბედნიერებას ნიშნავს, ბედნიერებას, რომელიც აღარაფერს გვიტოვებს სანატრელს. შესაბამისად, „უსურვილო უბედურება“ უკიდურესი უბედურება იქნება, უბედურება, როცა სურვილის თავიც არ გაქვს.

 

ეს მოთხრობა ერთ-ერთი უადრესი გერმანულენოვანი პოსტმოდერნისტული თხზულებაა.
 

გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბრეგაძემ


ავტორის წიგნები
ვრცლად